05 ოქტ 2026
აჭარის საარქივო სამმართველოში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დაიწყო. რიგით მე-12 კონფერენცია დღეს და ხვალ გაგრძელდება, სადაც ყაზახეთის სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტების არქივისა და ისრაელის მკვლევარები საკუთარი მოხსენებებით წარდგებიან. ასევე, მონაწილეობას იღებენ საქართველოს წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები ბათუმიდან, თბილისიდან, ახალციხიდან და ქუთაისიდან.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში საარქივო საქმის წარმოების თანამედროვე ტენდენციებს, ისტორიულ კვლევებსა და სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტების შენარჩუნებისა და ციფრულ ეპოქაში ადაპტაციის საკითხებს განიხილავენ.
კონფერენციის მიზანი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, საარქივო საქმის საკითხების განხილვა და საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაღრმავებაა.