05 ოქტ 2026
ბათუმში პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია ტარდება. ღონისძიების მთავარი თემაა პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში.
შეხვედრის ფარგლებში განიხილავენ შრომის ბაზრის ახალ ტენდენციებს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას საგანმანათლებლო პროცესში, ციფრულ და მწვანე ტრანსფორმაციას, ასევე პროფესიული განათლების თანამედროვე გამოწვევებსა და ინოვაციურ პრაქტიკებს.
ღონისძიებაში საქართველოს სახელმწიფო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლები და სპეციალისტები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და უნგრეთიდან მონაწილეობენ.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს და აჭარის განათლების მინისტრებმა. კონფერენციის მასპინძლები კოლეჯები „ბლექსი“ და „ახალი ტალღა“ არიან.