თბილისობა 2026 კონცერტით და დაჯილდოებით დასრულდა

05 ოქტ 2026

თბილისობა 2026 კონცერტით და დაჯილდოებით დასრულდა. ორი დღის განმავლობაში საზეიმო ღონისძიებები დედაქალაქის 5 ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

წარმოდგენილი იყო სხვადასხვა აქტივობა: კონცერტები, ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები, ქართული სამზარეულო. 

„თბილისობის დღესასწაულზე“ დედაქალაქის მერმა 2026 წლის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა და ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა.

წელს საპატიო თბილისელი 32 მოქალაქე გახდა.