05 ოქტ 2026
„კავკასიის უნივერსიტეტში“ სასმელით სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
საუბარია გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, რომ „კავკასიის უნივერსიტეტში“, Welcome Party-ზე სასმელით სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად რამდენიმე სტუდენტი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.