05 ოქტ 2026
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის არსებული კონფლიქტის სამხედრო გზით დასრულება შეუძლებელია.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასრულება ვერც ახალი სანქციების დაწესებით იქნება შესაძლებელი. აბას არაღჩის თქმით, კონფლიქტის დასრულება მხოლოდ სამართლიანობასა და თანასწორობაზე დაფუძნებული მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაამატა, რომ თუ მტერი კვლავ სამხედრო დაპირისპირების გზას აირჩევს, ირანის პასუხი უფრო ძლიერი იქნება და თავს კიდევ უფრო მტკიცედ დაიცავს.