05 ოქტ 2026
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთაშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლებმა განმარტეს, ამ დღის დაწესება მიზნად მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს.
იუნესკოს განმარტებით, 5 ოქტომბრის მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში იღებენ.
უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში სწორედ ამ დღეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს ასახელებენ.