2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება

05 ოქტ 2026

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება. მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტს განათლების კომიტეტზე განიხილავენ. დოკუმენტის მიხედვით, 2027 წლიდან დაგეგმილია პენსიის ზრდა ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მატება. დაფინანსება ეზრდება თითქმის ყველა სამინისტროს. 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 127 მილიონ ლარზე მეტით.

"საქართველოს პარლამენტში შემოსულია მთავარი საფინანსო დოკუმენტი - 2027 წლის ბიუჯეტი. დოკუმენტი წარმოდგენილია 37.6 მილიარდი ლარით. დაგეგმილია 5%-იანი ზრდა, რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკური ზრდა მაქსიმალურად მოხმარდება ისეთ ძირითად დარგებს, როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება, სოციალური მიმართულება და ინფრასტრუქტურული პროექტები. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იქნება 12 236 ამერიკული დოლარი," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.

ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.