საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება

05 ოქტ 2026

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების მეოთხე ტურში სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს შეხვდება.

მატჩი ბელფასტში, „უინძორ პარკზე“, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მეოთხე ტურის წინ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს 7 ქულა აქვს, საქართველოს ნაკრებს კი 1.

საქართველოს ნაკრებს ბელფასტში „შტურმის“ ცენტრალური ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

შეხვედრის მთავარი მსაჯი ავსტრიელი სებასტიან გიშამერი იქნება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.