04 ოქტ 2026
„არ დავივიწყოთ ქართული“ – პროექტის, „ფესვები საქართველოა“, თეატრალური ჩვენება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
ეს არის სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც შემეცნებით ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ქართული კულტურის, ისტორიისა და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას.
პროექტში 8-დან 18 წლამდე ბათუმისა და ხელვაჩაურის სკოლების მოსწავლეები, ქედის სახელოვნებო სკოლის მუსიკალური ანსამბლი „ჩანგი“ და ხულოს ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“ მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ წელს ღონისძიებას აჭარაში მცხოვრები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების შვილებიც შეუერთდნენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, ბავშვების კულტურულ, შემეცნებით, სპორტულ და სოციალურ განვითარებას ხელი შეეწყოს.