04 ოქტ 2026
ისრაელის არმიის მიერ ღაზის ცენტრში განხორციელებულ იერიშებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ პალესტინურ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, დაშავდა თხუთმეტი ადამიანი, რომელთაგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ისრაელის თავდაცვის ძალებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.