ფრიდრიხ მერცი რუსეთს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

04 ოქტ 2026

გერმანიის კანცლერი უკრაინის პრეზიდენტთან ერთად კიევში მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან მივიდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა.

ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმები და მოლაპარაკებებისთვის მზაობა გამოხატოს.

კანცლერმა აღნიშნა, რომ იმ დროს, როცა უკრაინა ზამთრისთვის ემზადება, ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ყოველდღიურად ხდება.

მედიის ინფორმაციით, კანცლერის კიევში ვიზიტისას საჰაერო განგაშის სიგნალი რამდენჯერმე ჩაირთო. გარდა ამისა, ერთ-ერთი თავდასხმის შედეგად ჩრდილოეთის ხიდიც დაზიანდა.