04 ოქტ 2026
სახალხო დღესასწაული „თბილისობის“ მეორე დღე დედაქალაქში. საზეიმო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. „თბილისობა“ მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება. ესენია რიყის პარკი ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდიც მასპინძლობს.
ყველა ლოკაციაზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ.
ტერიტორიაზე მოწყობილია სადღესასწაულო დეკორაციები, ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები, ღია კინოთეატრი, სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილია ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, გუშინელი დღის მსგავსად დღესაც პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება.
დღესვე 20:00 საათზე, თბილისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოვებენ.