04 ოქტ 2026
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი „Smart Stay 3.0“ მესამედ ჩატარდა. ინოვაციურ მარათონში 19 გუნდი მონაწილეობდა.
სამუშაო სივრცეში მონაწილეები 36 საათის განმავლობაში მუშაობდნენ სტუმარმასპინძლობისა და სასტუმრო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და პროტოტიპების შექმნაზე.
ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს პროტოტიპის შემდგომი განვითარებისა და კომერციალიზაციისთვის სააგენტოსგან 10,000 ლარიანი გრანტი გადაეცა.
გამარჯვებული პროექტების ავტორებმა სასტუმროებისგან შეთავაზება მიიღეს სამომავლო თანამშრომლობისა და ჰაკათონის დროს შექმნილი პროდუქტების გატესტვისა და პრაქტიკული დანერგვის შესახებ.