04 ოქტ 2026
ბათუმის „დინამოს“ ვეტერანი კაპიტნის, ვახტანგ ქაცარავას 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჭაბუკთა შორის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. მასში მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის 2016-2017 წლებში დაბადებული ნორჩი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს იუბილარის აღზრდილები და ბათუმის „დინამოს“ კიდევ ერთი ვეტერანი მცველის, გია ჯორბენაძის გუნდი დაუპირისპირდნენ.
მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, რის შემდეგაც დაინიშნა პენალტების სერია. პენალტების „ლოტარეაში“ ვახტანგ ქაცარავას გუნდმა გაიმარჯვა.