ველოსპორტში აჭარის ღია პირველობა გაიმართა

04 ოქტ 2026

ველოსპორტში აჭარის ღია პირველობა გაიმართა. პირველობისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 40-მდე გოგონა და ვაჟი იბრძოდა. შეჯიბრება ორ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი, რომელიც ქობულეთში გაიმართა, 40-კილომეტრიან დისტანციაზე წრიულ რბოლას მოიცავდა.

მეორე ეტაპს უკვე ბათუმმა უმასპინძლა. შეჯიბრება კვლავ 40-კილომეტრიან წრიულ რბოლაში ჩატარდა. ორი ეტაპის შემდეგ გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები, რომლებიც შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

აჭარის ღია პირველობა ველოსპორტში აჭარის ველოსპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.