ეს­პა­ნე­თის ტუ­რის­ტულ რე­გი­ო­ნებ­ში “სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში“ წი­თე­ლი დონე გა­მო­ცხად­და

04 ოქტ 2026

ესპანეთის რამდენიმე რეგიონში სტიქიური მოვლენების გამო „სიცოცხლისთვის საშიში“ წითელი დონე გამოცხადდა. მეტეოროლოგები ტურისტულ რეგიონებში „მინი ქარიშხლის“ შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ.

მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა, ტორნადო და ძლიერი წყალდიდობა. მათი თქმით, სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბარ­სე­ლო­ნას, ჟი­რო­ნა­სა და კა­ტა­ლო­ნი­ის სხვა რე­გი­ო­ნებს. 

კატალონიაში მოსალოდნელია კოკისპირული წვიმები და ქარიშხალი, რომლის სიჩქარეც 120 კმ/სთ-ზე მეტი იქნება.

მაღალი რისკის ზონებში მცხოვრები მოქალაქეები მობილურ ტელეფონებზე საგანგებო შეტყობინებებს იღებენ. ხელისუფლება მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.