04 ოქტ 2026
ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში წარმატებული სტარტი ჰქონდათ ქართველ სპორტსმენებს. პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული ანამარია მსხალაძემ მოიპოვა, ლიზი ჯინჭარაძე კი ბრინჯაოს დასჯერდა.
ვაჟთა შორის ჩემპიონი არტურ ზადურიანი გახდა. მანვე იასპარეზა კატას დისციპლინაში, რომელიც ტექნიკის დემონსტრირებას მოიცავს, და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამავე დისციპლინაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი დემეტრე კაჭარავა გახდა.
გიორგი გვიანიძემ და არტურ არუთუნიანმა კი კუმიტეში ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს. დღეს ასპარეზობაში უკვე 21-წლამდელი მებრძოლები ჩაერთვებიან, შეჯიბრების დასკვნით დღეს კი ევროპის აბსოლუტური ჩემპიონატი უფროსი ასაკის მებრძოლთა შორის გაიმართება.
საქართველოს ამ ტურნირზე დათა ფუტკარაძე და დავით მსხალაძე წარადგენენ.