04 ოქტ 2026
სახალხო დღესასწაულის „თბილისობის“ მეორე დღე დედაქალაქში გრძელდება.
„თბილისობა“ მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება. ესენია რიყის პარკი ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი მასპინძლობს.
„ყველა ლოკაციაზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ.
ტერიტორიაზე მოწყობილია სადღესასწაულო დეკორაციები, ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები, ღია კინოთეატრი, სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილია ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, გუშინდელი დღის მსგავსად დღესაც პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება,“ - დღესვე 20:00 საათზე, თბილისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებენ.