04 ოქტ 2026
ქობულეთსა და ბათუმში სკოლების გამორჩეულ პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.
დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა პედაგოგის პროფესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში პროფესიის ერთგულებისთვის.
მინისტრის მოადგილემ PISA-ს 2025 წლის საერთაშორისო კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და ამ კუთხით პედაგოგების დამსახურებაზე ისაუბრა.
პედაგოგებს სიგელებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ. მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის ყველა რეგიონში მიმდინარეობს.