04 ოქტ 2026
ბერმუდიდან ბოსტონისკენ მიმავალი გაუჩინარებული თვითმფრინავის ძებნისას ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ინფორმაცია მედიაში აშშ-ის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ვრცელდება.
საჰაერო სასწრაფო დახმარების თვითმფრინავში 6 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 4 წევრი.
აშშ-ის ცაში, მასაჩუსეტსის შტატის კუნძულ ნანტაკეტის რაიონში, რადარებიდან გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომელიც სამედიცინო რეისს ასრულებდა და ბერმუდის კუნძულებიდან ბოსტონში ბრუნდებოდა.