მილიარდიანი დახმარება და ერთობლივი წარმოება - ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა

04 ოქტ 2026

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, დაანონსებულია უკრაინისადმი მხარდაჭერის ახალი ზომები, მათ შორის - ერთი მილიარდი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარება და დამატებით 350 მილიონი ევრო ენერგეტიკული სექტორის აღსადგენად.

კანცლერს დელეგაციაში ეკონომიკის მინისტრიც ახლავს.

გავრცელებული ცნობით, ფრიდრიხ მერცისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისას მოსალოდნელია საუბარი დრონებისა და რაკეტების ერთობლივი წარმოების შესახებ.