ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააძლიერებს

04 ოქტ 2026

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გააგრძელებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს მოსკოვის მიერ არჩეული საჰაერო დარტყმების ახალი სტრატეგიის საპასუხოდ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული იერიშების მიზანია, მოსახლეობა აიძულონ, კიევი და სხვა ქალაქები დატოვონ.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინის დაზვერვამ მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ვლადიმირ პუტინმა ზამთრის წინ გასცა ბრძანება „ახალი დოქტრინის“ შესახებ, რომელიც სამხედრო დარტყმების განხორციელებას სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების გაცილებით ფართო სპექტრზე ითვალისწინებს.

ზელენსკის თქმით, პუტინის პოლიტიკის ამგვარი ცვლილება განპირობებულია სურვილით, ძლიერად წარმოაჩინოს თავი იმ ფონზე, როდესაც მისი არმია პოზიციებს კარგავს დონბასში და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის.