ALDE-ს მოწოდება სანქციებზე და „ქართული ოცნების“ პასუხი

04 ოქტ 2026

„ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ - ALDE Party მოუწოდებს ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი. 

შესაბამისი წერილი ALDE-ს პრეზიდენტმა სვენია ჰანმა და „ევროპის ლიბერალური ფორუმის“ პრეზიდენტმა იან-კრისტოფ ოიტიენმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს გაუგზავნეს.

საკითხს უმრავლესობის ლიდერები გამოეხმაურნენ და კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხეს.