04 ოქტ 2026
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ვანის, დმანისის, წალკისა და ახმეტის მაჟორიტარულ ოლქებში შუალედურ არჩევნებში ,,ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
უფრო კონკრეტულად, ვანის მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა 387 ხმა მიიღო, ხოლო, ,,ძლიერი საქართველო - ლელოს” კანდიდატმა 57 ხმა.
დმანისის მაჟორიტარულ ოლქში ,,ქართული ოცნების” კანდიდატს კენჭისყრაში მონაწილე 131-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ,,ძლიერი საქართველო - ლელოს” კანდიდატს კი - 2-მა.
წალკის მაჟორიტარულ ოლქში ,,ქართული ოცნების” კანდიდატს ხმა 96%-მა მისცა, რაც 415 ხმას შეადგენს, ,,ძლიერი საქართველო - ლელოს” კანდიდატს კი მხარი დაუჭირა 3%-მა, რაც 14 ამომრჩევლის ხმაა.
რაც შეეხება ახმეტის მაჟორიტარულ ოლქს, აქ არჩევნებში მხოლოდ ,,ქართული ოცნების” კანდიდატი მონაწილეობდა და მან 115 ხმა მიიღო.
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 1136 შეადგინა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.6%-ს შეადგენს. ამომრჩევლებმა აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრი აირჩიეს.
გამოყენებული იქნა როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი. წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე გამოყენებული იყო ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.