სახალხო ზეიმი „თბილისობა 2026“ გრძელდება

04 ოქტ 2026

სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები - თბილისობა გრძელდება. დედაქალაქი სახალხო ზეიმისთვის განსაკუთრებულადაა მორთული.

დღის მთავარი ღონისძიება 20:00 საათზე, საპატიო თბილისელების დაჯილდოებაა. მანამდე კი სტუმრებს, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი მასპინძლობს.