გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა 

03 ოქტ 2026

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კვალიფიციური ადმინისტრირება არის სწორედ ის საფუძველი, რომელიც არჩევნების შეუფერხებლად და გამჭვირვალედ ჩატარებას უზრუნველყოფს, - განაცხადა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილმა.

"არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა - კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა", - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბრიფინგზე.