03 ოქტ 2026
უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია საქართველოს 14 ქალაქში, ძალოვანმა უწყებებმა, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 ადამიანი დააკავეს, ხოლო 7-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, 7 კი უკვე იხდის სასჯელს.
დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის - გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებსა და გადაწყვეტილებებს.