03 ოქტ 2026
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში, წარმომადგენლობითი ორგანოს შუალედურ არჩევნებზე, ხმის მიცემა დასრულდა.
დღეს ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით გაიმართა. ამომრჩეველმა აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების ოთხი მაჟორიტარი წევრი აირჩია.