03 ოქტ 2026
ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში გრძელდება. ქედაში „მასწავლებლის ეროვნული დღის“ ფარგლებში, 33 პედაგოგს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
მათგან ხუთ ღვაწლმოსილ პედაგოგს ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ გადასცა.
მასწავლებლის ეროვნული დღის ფარგლებში პედაგოგების დაჯილდოება რეგიონებში უკვე მეორე წელია ტარდება. ინიციატივა მათი მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და პროფესიისადმი ერთგულების წახალისებას ემსახურება.
ღონისძიებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.