ცესკო: საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

03 ოქტ 2026

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, 15:00 საათის მდგომარეობით, უბნებზე მივიდა 901 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის 40,49%-ს შეადგენს.

"მათ შორის, ახმეტაში მივიდა 93 ამომრჩეველი (34,19%); დმანისში 129 ამომრჩეველი (49,05%), წალკაში 352 ამომრჩეველი (34,82%), ვანში 327 ამომრჩეველი (48,16%)", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.