Flydubai-ის რეისზე მომხდარი ფაქტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობად შეფასდა

03 ოქტ 2026

"ფლაიდუბაის" რეისზე მომხდარი ინციდენტი ახალი გაფრთხილებაა იმისა, რომ რეგიონში ექსტრემიზმთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა. პარალელურად, საამიროების ხელისუფლებამ გაავრცელა ახალი დეტალები ფრენის დროს მეორე პილოტის ქმედებების შესახებ.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების გენერალური პროკურორის განცხადებით, "ფლაიდუბაის" რეისზე მეორე პილოტმა ფრენის დროს „ტერორისტული თავდასხმის“ განხორციელება სცადა. ის ომანის მოქალაქე ჰამამ ალ-ჰამამი აღმოჩნდა.

30 სექტემბერს ავიაკატასტროფის თავიდან აცილება მოხდა მას შემდეგ, რაც მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა გაანეიტრალეს თავდამსხმელი პილოტი. 

მანამდე მან ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ხომალდის კაპიტანს. ბორტზე 170-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, ძირითადად ისრაელის მოქალაქეები.