ბათუმში ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში IX საერთაშორისო კონფერენცია - "ჯეოანესთეზია 2026" მიმდინარეობს

03 ოქტ 2026

ბათუმში ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში IX საერთაშორისო კონფერენცია - „ჯეოანესთეზია 2026“ მიმდინარეობს. კონფერენცია მულტიდისციპლინურია და რამდენიმე მიმართულებას  მოიცავს. მიმდინარე წლის ღონისძიების  ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სეფსისის დიაგნოსტიკასა და მართვას ეთმობა.

კონფერენციაში მონაწილეობენ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის სფეროს წამყვანი სპეციალისტები საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

კონფერენცია „ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის“ ორგანიზებით იმართება. სამუშაო შეხვედრა დღეს დაიხურება.