საფრანგეთში მოსწავლეების პროტესტს მასწავლებლებიც უერთდებიან

03 ოქტ 2026

საფრანგეთის მასშტაბით მოსწავლეთა და მასწავლებელთა პროტესტი გრძელდება. სწავლის გაუარესებული პირობების, გადატვირთულ საკლასო ოთახებისა და მასწავლებლების დეფიციტის გასაპროტესტებლად აქციები გასულ კვირას პარიზის იმ გარეუბნებში დაიწყო, სადაც სიღარიბის მაღალი დონეა, შემდგომში მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა და ისეთი ქალაქები მოიცვა, როგორიცაა მარსელი, სტრასბურგი, ტური და ლილი. 

საპროტესტო განწყობა კიდევ უფრო გაამძაფრა მთავრობის მიერ გამოცხადებულმა 2027 წლის ბიუჯეტმა, რომელიც განათლების სფეროს დაფინანსების 1,7%-იან ზრდას ითვალისწინებს. ეს მაჩვენებელი ინფლაციის დონეზე დაბალია და არ მოიცავს მასწავლებელთა პენსიებს. 

განათლების მინისტრის თქმით, ბიუჯეტის ინფლაციის დონეზე დაბალი ზრდა მოსახლეობის რაოდენობის შემცირებით არის განპირობებული.