03 ოქტ 2026
12 ადამიანი დაშავდა ესპანეთის ჩრდილოეთით მდებარე ლა-რიოხის რეგიონში ბარის ჩამონგრევის შედეგად. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციის განცხადებით, სან-ვისენტე-დე-ლა-სონსიერაში მდებარე ბარი დილის 5:25 საათზე ჩამოინგრა. შემთხვევის დროს შენობაში 50 ადამიანი იმყოფებოდა.
ნანგრევებში 30-მდე ადამიანი მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურები. თვითმხილველების თქმით, ჯერ ბარის იატაკი ჩაინგრა, შემდეგ კი ჭერი.
პოლიციამ ბარის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.