03 ოქტ 2026
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანა მალე ნავთობის სტრატეგიულ მარაგებს სრულიად უფასოდ შეავსებს.
"როგორც დაგპირდით, ვენესუელასთან თანამშრომლობა შესანიშნავად მიდის: იქიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების ნავთობი გამოგვაქვს და სულ მალე ჩვენს სტრატეგიულ რეზერვებს სრულიად უფასოდ შევავსებთ. არაფრის ფასად. უბრალოდ ვიტყვით, რომ ნავთობი იქით უნდა წავიდეს“ - განაცხადა ტრამპმა ალაბამის შტატში გამართულ მიტინგზე დამატებითი დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
ტრამპმა ასევე მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატორ ტომი ტაბერვილს ალაბამის გუბერნატორის პოსტისთვის ბრძოლაში.
"ის შესანიშნავი გუბერნატორი იქნება. ის ჩემი მეგობარია და თანაც - გოლფის კარგი მოთამაშე“, - აღნიშნა ტრამპმა.