03 ოქტ 2026
ბათუმში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ჩელენჯერის ტურნირზე „თრიალეთის თასზე“ წყვილებმა მოკლე პროგრამა წარადგინეს. საქართველოს ნაკრების მოცეკვავე წყვილმა დიანა დევისმა და გლებ სმოლნიკმა პირველი ადგილი დაიკავეს.
რიტმული ცეკვების შემდეგ დევისისა და სმოლნიკის წყვილი 85,23 ქულით პირველ ადგილზე იყო, მათ თავისუფალი პროგრამაც მაღალ დონეზე შეასრულეს და საბოლოოდ, 208,67 ქულით ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანეს. „თრიალეთის თასზე“ იასპარეზა საქართველოს ნაკრების სპორტულმა წყვილმა.
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე არიან. წყვილები თავისუფალ პროგრამას დღეს წარმოადგენენ.
ამავე ტურნირზე კიდევ ერთი ოქროს მედალი ნიკა ეგაძემ მოიპოვა. ქართველი სპორტსმენი მოკლე პროგრამის შემდეგ 93,80 ქულით პირველ ადგილზე იყო. ეგაძემ თავისუფალი პროგრამაც შესანიშნავად შეასრულა და 262,65 ქულით ჩემპიონი გახდა. დღეს, ტურნირის დასკვნით დღეს თავისუფალ პროგრამას სპორტული წყვილები და ქალები წარადგენენ.
სპორტულ წყვილებში მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი პირველ ადგილზეა, ხოლო ქალთა შეჯიბრებაში ანასტასია გუბანოვა მესამე, ინგა გურგენიძე კი მეხუთე ადგილზე.