ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში, ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტებს ოსტეოართრიტის მკურნალობის ახალი მეთოდები გააცნეს

03 ოქტ 2026

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში, ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტებს ოსტეოართრიტის მკურნალობის ახალი მეთოდები გააცნეს. საუბარია მუხლის სახსრის ინოვაციურ მკურნალობაზე, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ქირურგიული ჩარევის გარეშე ინექციით აუმჯობესებს.

ეს არის მეთოდი, რომელიც აჭარაში პირველად ინერგება. ტრენინგი ორდღიანი იყო და მოიცავდა ასევე ინოვაციური მეთოდით პრაქტიკულ მკურნალობასაც.

პროცესში საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნიდან მათ შორის უკრაინიდან, ეგვიპტიდან და ყაზახეთიდან 25 ექიმი მონაწილეობდა. ორგანიზატორი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკა "ბაუ" და კომპანია "ინტერმედსერვის ჯორჯია" იყო.