გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენ

03 ოქტ 2026

გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენ. განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები მასწავლებლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ გადასცა და სიტყვით მიმართა.

ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება.

ინიციატივა პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას ემსახურება.