ოთხი გერმანული ფონდი საქართველოში ფუნქციონირებას წყვეტს - მმართველი გუნდი ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ქვეყის ორგანიზაციების ჩარევაზე საუბრობს

03 ოქტ 2026

ოთხი გერმანული ფონდი საქართველოში ფუნქციონირებას წყვეტს. თბილისის ოფისის დახურვის მიზეზებზე განცხადება ადენაუერისა და ნაუმანის ფონდებმა ოფიციალურად გაავრცელეს და გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩარჩოს დაუკავშირეს. 

იგულისხმება გრანტების შესახებ კანონი, რომელიც ორგანიზაციებს დაფინანსების მიზნობრიობის დასაბუთებას ავალდებულებს. 

ადენაუერის ფონდი, გერმანული ორგანიზაციაა, რომელიც არაერთ ქვეყანაში ძირითადად პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეზღუდვების პირობებში, როგორც პოლიტიკურ ფონდს საქართველოში მისიის შესრულების შესაძლებლობა აღარ აქვთ.

სწორედ ამ განცხადებას განიხილავს მმართველი პარტია ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ქვეყნების ორგანიზაციების ჩარევის დადასტურებად.