ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

03 ოქტ 2026

ლატვიაში დრონის ჩამოგდებით გამოწვეული სამთავრობო კრიზისიდან ექვსი თვის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ექსპერტების ვარაუდით, არჩევნების შედეგებზე სამი ძირითადი საკითხი მოახდენს გავლენას.

ესენია - ეროვნული ენის საკითხი, უკრაინაში ომისადმი დამოკიდებულება და „ლიბერალური დღის წესრიგის“ მათ შორის ლგბტ უფლებებისადმი დამოკიდებულება.

სეიმის არჩევნებში თოთხმეტი პოლიტიკური ძალა მონაწილეობს, რომლებიც პარლამენტში 100 ადგილისთვის იბრძვიან. ახალ სეიმში მოხვდებიან ის პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. 

ხმის მიცემა შაბათს, ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათიდან საღამოს 8:00 საათამდე გაიმართება, ხმების დათვლა კი საარჩევნო უბნების დახურვისთანავე დაიწყება.

 ლატვიაში ელექტრონულად ხმის მიცემა არ არის შესაძლებელი.