ავსტრალიაში ავტომობილი რაგბის გულშემატკივრებში შევარდა - დაშავებულია ათი ადამიანი

03 ოქტ 2026

ავსტრალიის ქალაქ ნიუკასლში ავტომობილი ხალხში შევარდა.  დაშავებულია ათი ადამიანი. მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

„სამწუხაროდ, 18 წლის მძღოლმა, რომელსაც მართვის მოწმობის საწყისი კატეგორია ჰქონდა, ავტომობილზე კონტროლი დაკარგა და ხალხის მასას შეეჯახა“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. 

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ქუჩებში გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილი, რათა რაგბის ლიგის გუნდი „ნიუკასლ ნაითსი“ გაეცილებინათ. 

გუნდი კვირას სიდნეიში ეროვნული რაგბის ლიგის ფინალურ მატჩში უნდა გამოვიდეს.