03 ოქტ 2026
მადრიდის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. დემონსტრანტებმა ქუჩაში გამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ესპანეთის პარლამენტმა საბინაო კრიზისის მოგვარებისკენ მიმართული მთავრობის ინიციატივები უარყო. უარყოფილ ზომებს შორის იყო დაუცველი მოიჯარეების გამოსახლების აკრძალვის წინადადებაც. მომიტინგეებმა ბანაკი გაშალეს და მთავრობას გამოსახლებისა და საბინაო კრიზისის წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.
87 წლის პენსიონერი მარიკარმენ აბასკალის სახლიდან გამოსახლებამ გასულ კვირას მთელი ესპანეთის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. ახალგაზრდებს თითქმის ერთი კვირის განმავლობაში, მადრიდის ცენტრალურ მოედანსა და სხვა ქალაქებში კარვები ჰქონდათ გაშლილი.
ესპანეთის ახალგაზრდული საბჭოს მონაცემებით, ქირის ფასი ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაორმაგდა და საშუალო ფასებმა თვეში 1176 ევროს მიაღწია, რაც ახალგაზრდის საშუალო ხელფასის 98.7%-ს შეადგენს.