საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მესამე მატჩში უნგრეთთან 1:0 დამარცხდა

03 ოქტ 2026

საქართველოს ეროვნულმა  ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მესამე მატჩში სტუმრად უნგრეთის ნაკრებთან გამართა და მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა. „პუშკაშ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე მილოშ კერკეზმა გაიტანა.  

ამრიგად საქართველოს ნაკრებს სამი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ერთი ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.


მომდევნო შეხვედრას რამაზ სვანაძის გუნდი 5 ოქტომბერს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს.