სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ რაგბი დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

02 ოქტ 2026

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ რაგბი დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ირაკლი ნინიძის გუნდმა მეორე ტურის შეხვედრაში ქუთაისის „აიას“ უმასპინძლა და მეტოქე 31:17 დაამარცხა. 

ბათუმელებმა შეხვედრაში საერთო ჯამში 4 ლელოს დადება მოახერხეს. გატანილი ლელოებით თავი გიორგი წიკლაურმა, დავით მჭედლიშვილმა გიორგი მარგალიტაძემ და ვანო ფუტკარაძემ გამოიჩინეს.

ბათუმელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი იყო ვაჟა მიქაძის ზუსტი დარტყმებიც - მან ოთხი გარდასახვა და ერთი ჯარიმა გამოიყენა და გუნდს 11 ქულა შესძინა. 

მომდევნო შეხვედრას შავიზღვისპირელები 11 ოქტომბერს სტუმრად თბილისის „ლელოს“ წინააღმდეგ გამართავენ