02 ოქტ 2026
ხულოში ფესტივალი "მოძრავი სცენა" მიმდინარეობს. ფესტივალის პირველი დღე "მოხეტიალე თეატრის" სპექტაკლით "Shizo ფრენა" გაიხსნა, საღამოს კი ქუჩის მუსიკოსების კონკურსი გაიმართა.
სამი დღის განმავლობაში ხულო სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ თეატრალურ დასებსა და მუსიკოსებს მასპინძლობს. მაყურებელს სპექტაკლების ნახვის შესაძლებლობა ააქვს, მონაწილეებისთვის კი მასტერკლასებია დაგეგმილი.
ფესტივალი 4 ოქტომბერს გამარჯვებულების დაჯილდოებით დასრულდება. "მოძრავი სცენა" აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის "კულტურა მთაში" ფარგლებში ტარდება.