მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია - პოლიტიკური გამოხმაურებები ჩატარებულ მასშტაბურ კვლევაზე

02 ოქტ 2026

მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.

პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა.

შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა

წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში მე-8 პოზიციაზე იყო. 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეული კი ასე ჩამოყალიბდა: ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო, ავსტრია და საქართველო. 

მთავრობის ნდობის რეიტინგით ევროპაში ბოლო პოზიციებზე ნიდერლანდები, ბოსნია ჰეცოგოვინა, საფრანგეთი, საბერძნეთი და სლოვენია არიან. 

"ევროკომისიის კვლევით გათვალისწინებული შედეგები რამდენიმე ძირითადი ფაქტორით არის გამოწვეული - საქართველოს ხელისუფლებამ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად მოახერხა ქვეყანაში სიმშვიდის, მშვიდობის შენარჩუნება. ხელისუფლებამ მოახერხა უზრუნველეყო მაღალი ეკონომიკური ზრდა. მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებიც გატარდა მმართველობის მიმართულებით და კორფუციასთან ბრძოლის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა ბოლო წლების განმავლობაში," - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ევროკომისიის კვლევაზე საუბრისას განაცხადა. 

ოპოზიციაში ერთი მხრივ ამბობენ, რომ ინსტიტუტებს, რომლებმაც კვლევა ჩაატარეს ენდობიან, თუმცა მეორე მხრივ, მთავრობის ნდობის ინდექსის მონაცემები დაუჯერებლად მიაჩნიათ.