ხვიჩა კვარაცხელია: ფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, იდეალური გარემოა გუნდში და ვეცდებით მაქსიმუმი ჩავდოთ მოედანზე 

02 ოქტ 2026

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში, ბუდაპეშტის "პუშკაშ არენაზე" უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მატჩამდე, ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები შეხვედრისთვის მზად არის. 

"რთულ გარემოს ველოდებით, ვიცით, რამდენად კარგი გულშემატკივრობა იციან უნგრეთში. ჯგუფში თითქმის თითოეულ გუნდს აქვს შანსი, რომ გავიდეს პირველ ადგილზე, მეორეზე. ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, იდეალური გარემოა გუნდში და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი ჩავდოთ მოედანზე და გავაკეთოთ ის, რაც გვინდა," - განაცხადა  საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ.

შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.