ჯანდაცვის სამინისტრო: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ქობულეთის კლინიკის თანამშრომლებს და მკაცრად ვგმობთ სამედიცინო პერსონალის მიმართ განხორციელებულ ძალადობას

02 ოქტ 2026

ჯანდაცვის სამინისტრო სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქობულეთის კლინიკის თანამშრომლებს და მკაცრად გმობს სამედიცინო პერსონალის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.

"ექიმების, სამედიცინო პერსონალის შეურაცხყოფა, მათზე ფიზიკური ძალადობა და პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლა კატეგორიულად მიუღებელია. ისინი ყოველდღიურად, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ასრულებენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას და მათი საქმიანობა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს.

სამედიცინო დაწესებულებაში ძალადობის ნებისმიერი ფორმა დაუშვებელია და თითოეული ასეთი ფაქტი შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს," - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქობულეთში, ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტმა და მისმა მეგობარმა სამედიცინო პერსონალს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ ორივე პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.