საქართველოს განათლების მინისტრმა შპს "გურიის მოამბის" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კახა ასკურავას წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა

02 ოქტ 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შპს „გურიის მოამბის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კახა ასკურავას წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

მინისტრის განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა და საინფორმაციო სააგენტომ 18 აგვისტოს და მომდევნო დღეებში ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია, რომელიც გურიის სოფელ არჩეულში მისი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას შეეხებოდა.

გივი მიქანაძე, სარჩელის მიხედვით, გავრცელებული ინფორმაციის სიმცდარის დადგენას, გავრცელებული განცხადებების უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.