"კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი ტელევიზიები არაერთ სიცრუეს ტირაჟირებენ" - არჩილ გორდულაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე

02 ოქტ 2026

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეს,  ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურება მოყვა.

"კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი ტელევიზიები, ტირაჟირებენ არაერთ სიცრუეს, მათ შორის ახლა დაიწყეს განსაკუთრებული თავდასხმა პენიტენციურ დაწესებულებებზე და სისტემაზე და რატომ? - რომ თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებები, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს აქვს ნათქვამი, რომ სისტემური და სისტემატური ძალადობრივი რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული, რაც გამოიხატებოდა განსაკუთრებით პენიტენციურ სისტემებში, ახლა თითქოს ასეთი რამ, მისი მსგავსი მაინც ხდება შესაბამის დაწესებულებებში, რაც არის აბსოლუტური ტყუილი" - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე. 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა დავითაძის საქმე და ვიდეოჩანაწერები დეტალურად შეისწავლა. ომბუდსმენის ინფორმაციით, აპარატმა მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა.